ენმ: ლევან ვარშალომიძე თავისუფალია

ლევან ვარშალომიძე თავისუფალია – ინფორმაციას “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ანთაძე ადასტურებს. მისი თქმით, ამ წუთებში ყაზახეთში იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, ლევან ვარშალომიძე ს უკანონო მოთხოვნის საფუძველზე გუშინ, ყაზახეთში დააკავეს. დღეს ის თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ამოიწურება ეს უსიამოვნო სიტუაცია ჩვენ მეგობარ ყაზახებთან და ლევან ვარშალომიძე დროზე დაბრუნდება საქართველოში” – ლევან ანთაძე. 

“ტვ პირველი” ვარშალომიძის კიდევ ერთ თანაგუნდელს, ელგუჯა ბაგრატიონს ესაუბრა. მისი თქმით, “რუსეთში ექსტრადირების საკითხი, ამ ეტაპზე, 99%-ით მოხსნილია”.

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე გუშინ 18 მარტს დააკავეს.  პოლიტიკოსი ყაზახეთში იმ დროს დაკავეს, როდესაც აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება ს ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.