დიმიტრი მედვედევი – პუტინი-ტრამპის საუბარმა დაადასტურა, რომ სასადილო ოთახში მხოლოდ და ამერიკაა – მენიუშია ბრიუსელის კომბოსტო, ბრიტანული შემწვარი თევზი კარტოფილით და პარიზული მამალი, მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია!

პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა დაადასტურა, რომ სასადილო ოთახში მხოლოდ და ამერიკაა, მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია, – ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთისა და -ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს.
„პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა ცნობილი იდეა დაადასტურა – სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა. მენიუში კი მსუბუქი აპეტაიზერებია – ბრიუსელის კომბოსტო, ბრიტანული შემწვარი თევზი კარტოფილით და პარიზული მამალი. მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია! გემრიელად მიირთვით!“ – წერს მედვედევი X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ -ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე“ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყონ. კრემლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე დადებითად გამოეხმაურა.
ამასთან, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, და შეთანხმდნენ, რომ „აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია“.