საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელების წვრთნის პროცესში 2024 წელს ჩაერთვება

საფრანგეთი დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნების პროცესს 2024 წლის დასაწყისში შეუერთდება, – უკრაინული მედიის ინფორრმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
უწყების განმარტებით, საუბარია საწყის მომზადებაზე, რომელსაც შემდეგ ევროპელი პარტნიორები გააგრძელებენ. „პირველი მფრინავები 2024 წლის დასაწყისში ჩამოვლენ. საფრანგეთში საწყისი მომზადების შემდეგ ისინი გააგრძელებენ მოიერიშე თვითმფრინავებზე მომზადებას ჩვენი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ კურსებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინული მედია წერს, რომ ფრანგული მხარე არ აკონკრეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვაზე წვრთნების გავლაზე, რომელსაც ევროპაში ორგანიზებას უწევს კოალიცია დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით. შეგახსენებთ, უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ზე წვრთნები უკვე დაიწყეს შეერთებულ შტატებსა და ში. რუმინეთში, ნიდერლანდების დახმარებით, გაიხსნა სასწავლო ცენტრი, რომელიც უკრაინელებს მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი