ფრიდრიხ მერცი – რეფორმები ევროპის წინააღმდეგ პუტინის ომის გამოა საჭირო

რეფორმები ევროპის წინააღმდეგ პუტინის ომის გამოა საჭირო, – ამის შესახებ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რეფორმების შემოთავაზებული პაკეტი, პირველ რიგში, საჭიროა ევროპის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის გამო, ომის ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მერცის თქმით, რეფორმები აუცილებელია ს მიერ გერმანიის წინააღმდეგ განხორციელებული მტრული მოქმედებების, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების, დეზინფორმაციული კამპანიებისა და ასევე, ევროკავშირის დაყოფის მცდელობებზე საპასუხოდ.
„ჩვენს ღია საზოგადოებაზე, ჩვენს თავისუფლებაზე თავდასხმებისგან ჩვენ თავს დავიცავთ, ყველაფრით, რაც ჩვენს ხელშია. ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები ფაქტობრივად, ნულიდან უნდა აღვადგინოთ“, – აღნიშნა მერცმა.
ცნობისთვის, დღეს გერმანიის პარლამენტში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ კენჭისყრა გაიმართება, რომელიც გერმანიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!