კრემლი პუტინი-ტრამპის საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და „კონფლიქტის მოგვარების“ საკვანძო პირობად კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულ შეჩერებას ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტის სა და -ის პრეზიდენტის, ს სატელეფონო საუბრის შინაარსთან დაკავშირებით კრემლი განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს “ში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.
“კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ, საკვანძო პირობა უნდა გახდეს სთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის თანახმად, საუბრისას ტრამპმა მხარეებს 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება შესთავაზა, ხოლო “ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსი სამხედროების მიმართ შესაბამისი ბრძანება”.
ასევე, განცხადებაში კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის ითხოვს “კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობასა და უსაფრთხოების სფეროში ს კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას”.
კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება “175-175-ზე” ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.
“ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!