აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა.
დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ივლისამდე დარჩება ძალაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქო აცხადებს, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო შემოღებულ საკარანტინო რეჟიმს გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!