– სი ძინპინი -ში ჩამოვა, არც თუ ისე შორეულ მომავალში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, შესაძლოა, „არც ისე შორეულ მომავალში“ შეერთებულ შტატებს ეწვიოს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ის ჩამოვა. არც თუ ისე შორეულ მომავალში“, – აღნიშნა ტრამპმა.
Reuters-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არც თეთრ სახლში გააკეთეს და არც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში.
ტრამპმა თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ ჩინეთიდან ყველა სახის იმპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა.
მისი თქმით, პეკინმა არ შეაჩერა -ის ტერიტორიაზე იმ ქიმიკატების ნაკადის შესვლა, რომელსაც უკანონო ფენტანილის დასამზადებლად იყენებდნენ და რაც აშშ-ში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მოხმარების სიკვდილის მთავარი მიზეზია.
ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ სერიოზული ზომები მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, პეკინმა ვაშინგტონს საპასუხო სავაჭრო ზომები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანკა კალატოზიშვილი: კაცი აცაბაცა [უცნობი] აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს (ვიდეო)

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას