თბილისის ზღვაზე საკურორტო მინი-ქალაქის მშენებლობა იგეგმება

თბილისის ზღვაზე საკურორტო მინიქალაქის მშენებლობა იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაციას BMG
ავრცელებს. ცნობილია, რომ პროექტის განხორციელებას 7-8 წლის განმავლობაში კომპანია “ჯინო ჰოლდინგი” გეგმავს.
მისი თქმით, 2024 წლის იანვარ-თებერვლიდან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო განაშენიანების რეგულირების გეგმა მომზადდება, სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი კი, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება.

როგორც გიორგაძე ამბობს, რომ ქალაქის მცხოვრებლები მათთვის საჭირო ელექტროენერგიას, ქარისა და მზის ელექტროსადგურების გამომუშავების შედეგად მიიღებენ.
“ეს პროექტი ხდება აბსოლუტურად რეალისტური, საბედნიეროდ მრავალწლიანი მოსამზადებელი სამუშაოები მთავრდება, პირველი ეტაპი როგორც იტყვიან, ფინიშში გადის. ვფიქრობ, რომ 2024 წელი იქნება გარდამტეხი წელი სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დაიწყება ქალაქის ხელმძღვანელობასთან და საპარტნიორო ფონდთან შეთანხმებით აქტიური მოძრაობები შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან კარგი პროექტი იქნება რეალიზებული. თუმცა ასეთი მასშტაბური პროექტები ითხოვს ბევრი დეტალის გავლას, შემოწმებას, შეთანხმებას. ეს მინი ქალაქის მშენებლობაა და აქ ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული იმისთვის, რომ არა ბეტონის ქალაქი, არამედ ს 21-ე საუკუნის ქალაქი გამოვიდეს, სადაც მწვანე, სმარტ ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული…

7-8 წლის განმავლობაში ეჭვი არ მეპარება რომ ეს გამართული სახით იქნება და ვიტყვი, რომ ნადვილად გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა. 500 მლნ ევროზე მეტი იქნება ინვესტიცია, იმიტომ რომ გაიზარდა სამშენებლო მასალების ღირებულება და დავამატეთ არაერთი ახალი ტექნოლოგია,“ – თქვა გიორგაძემ.