ლისის ტბის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს

ძვირფასო ლისის ტბის სტუმრებო! გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ ლისის ტბის ტერიტორიაზე და მიმდებარე ტყის მასივში ყოფნისას.
ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის რამდენიმე კერა დაფიქსირდა, რაც უმეტესად ადამიანთა დაუდევრობით არის გამოწვეული.
გახსოვდეთ:
· ⁠ ⁠აკრძალულია ტბის ტერიტორიაზე კოცონის დანთება
· ⁠ ⁠უყურადღებოდ არ დატოვოთ ანთებული სიგარეტი ან სხვა ცეცხლის წყარო
· ⁠ ⁠არ დატოვოთ ნარჩენები ბუნებაში
ტყის ხანძრების შემთხვევაში გათვალისწინებულია მკაცრი ჯარიმები, ხოლო მიყენებული ზიანის მიხედვით, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.
ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ის ცხელ ხაზზე.
ერთად დავიცვათ ბუნება და ლისის ტბის უნიკალური ეკოსისტემა!

ასევე დაგაინტერესებთ

ნანკა კალატოზიშვილი: კაცი აცაბაცა [უცნობი] აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს (ვიდეო)

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას