აკუნინს რუსეთში ბრალს უყენებენ “ინოაგენტების” კანონის დარღვევისთვის

მოსკოვის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მწერალ ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) წინააღმდეგ “უცხოელ აგენტებზე” რუსეთში მოქმედი კანონის დარღვევის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედიასაშუალებები ავრცელებენ.
რუსეთში მოქმედი “აგენტების კანონის” შესაბამისად, აკუნინი უცხოელ აგენტად არის გამოცხადებული. პროკურატურის თანახმად, აკუნინი ამ კანონს განმეორებით რეჟიმში არღვევს, რადგან საკუთარ სტატიებს არ აწერს, რომ “უცხოელი აგენტის” მიერ არის შექმნილი. ახლა პროკურატურა გადაწყვეტს, წაუყენებენ თუ არა ბრალს ცნობილ მწერალს.
ბორის აკუნინი ამჟამად რუსეთში აღარ ცხოვრობს. აგენტების გარდა, რუსეთში „ექსტრემისტთა და ტერორისტთა“ რეესტრშიც ჰყავთ შეყვანილი.
მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გასული წლის ბოლოს. აკუნინს, რომელიც საკმაო ხანია აკრიტიკებს ს ხელისუფლებას და საჯაროდ ეწინააღმდეგება ში სრულმასშტაბიან შეჭრას, ხელისუფლება ტერორიზმისკენ მოწოდებასა და რუსეთის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში სდებს ბრალს.
რუსეთში მისი წიგნების გაყიდვა და გამოცემა აკრძალულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება