აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ აისელ უამუდოვას საჩივარი შინაპატიმრობაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
2024 წელს, 6 დეკემბერს, დააკავეს Meydan TV-ის თანამშრომლები- აინურ ელგიუნეში, აიტაჯ ტაპდიგი, ხაიალა აგაევა, აისელ უამუდოვა, ნათიგ ჯავადლი და ჟურნალისტი ფრილანსერი რამინ დეკო, ისინი ეჭვმიტანილი იყვნენ უცხოური ვალუტის კონტრაბანდაში, წინასწარი შეთანხმებით. მედიის წარმომადგენელები დაკავებას უკავშირებდნენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას. 6 თებერვალს ამ საქმეზე დააკავეს ახალი ამბების ვებ-გვერდის, arqument.az ხელმძღვანელი შამშად აგა, 21 თებერვალს – ფრილანსერი ჟურნალისტი ნურლან გაჰრამანლი და 1 მარტს – ჟურნალისტი ფატიმა მოვლამლი. მოგვიანებით სასამართლომ გაახანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა ყველა ბრალდებულისთვის.
17 მარტს ბაქოს აპელაციის სასამართლოში, მოსამართლე რამინ გარაგურბანლის თავმჯდომარეობით, განიხილეს აისელ უამუდოვას საჩივარი შინაპატიმრობაში გადაყვანის შესახებ – იუწყება “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტი ადვოკატ აგილ ლაიჯი.
“ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მის მიმართ პატიმრობის საფუძველი არ არსებობს. იგი ეჭვმიტანილია უცხოური ვალუტის კონტრაბანდაში, თუმცა გამოძიებას არ აქვს არც ერთი გადამწყვეტი მტკიცებულება ამის შესახებ. თუ გამოძიება აგროვებს მტკიცებულებებს, ეს შეიძლება მოხდეს მისი პატიმრობაში ყოფნის გარეშეც”, – განაცხადა ადვოკატმა.
თუმცა სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. “ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს უამუდოვას გადაყვანას შინაპატიმრობაში. უკვე შევიტანეთ ახალი აპელაცია” ,- აღნიშნა ადვოკატმა.
2023 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანში დაიწყო ჟურნალისტების დაპატიმრებების სერია დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებზე, რომელიც ერთნაირი სქემით მიმდინარეობდა.
