სომხეთის ნაკრებისა და “პიუნიკის” 32 წლის მცველმა ვარაზდატ ჰაროიანმა საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებამდე ადგილობრივ Armenpress-ს ინტერვი მისცა, სადაც მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.
ჰაროიანი ეროვნული გუნდის კაპიტანია და მის ფორმას 2011 წლიდან ირგებს, ის კარიერის განმავლობაში “ურალში”, “ტამბოვში”, “ასტანაში”, “კადისში”, “ანორთოსისში” და ჩინურ “ქინგდაოში” ასპარეზობდა, სომხეთის ნაკრების ფორმას კი 90-ედ მოირგებს.
“რა თქმა უნდა, მომავალ მატჩი უმნიშვნელოვანესი და ეს “კავკასიური დერბი” იქნება, ეს შეხვედრას კიდევ დამატებით ელფერს სძენს.
დიდი მღელვარებაა, ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდა. მართალია, ამ მატჩისთვის შემადგენლობის მხრივ გარკვეული დანაკარგები გვაქვს, მაგრამ
ნაკრებში ეს ყოველთვის ხდება და ამის დაძლევას ვცდილობთ.
ამ მატჩს, რომელიც ნაკრებში რიგით 90-ეა, ასეთივე შემართებით მივუდგები. ეს ჩვენი ნაკრებია და არა საკლუბო ფეხბურთი. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგური მატჩი იქნება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა როგორი მეტოქე გვყავს. ყველა თამაშს ერთნაირი განწყობით ვუდგებით.
ჩვენი ერისთვის ამხანაგური მატჩებიც კი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეებში ფეხბურთს ხალხისთვის დიდი სიხარული მოაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში უკვე 90-ე მატჩს ჩავატარებ.
სომხეთის საფეხბურთო ნაკრებმა კარიერის მხრივ ბევრი რამ მომცა და ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ ყოველთვის მზად ვიყო ნაკრებში მისასვლელად, გუნდს ჩემი საუკეთესო თვისებები მივცე, როგორც კაპიტანმა, როგორც ფეხბურთელმა, როგორც სომეხმა.
ჩვენი ახალი მწვრთნელი? – სიმართლე გითხრათ, ნიდერლანდების სამწვრთნელო სკოლას არც ისე კარგად ვიცნობ, მაგრამ მე უკვე შევხვდი ვან’ტ სხიპს და ჩემი პირველი შთაბეჭდილებები დადებითია.
კიდევ ერთი რამ, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო მისი პირველი ნათქვამი: “ჩვენ ნაკრებში გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გულით თამაშობენ”.
ვუთხარი, რომ ნაკრებში ასეთი პრობლემა არ გვაქვს. იცით, ძალიან მომეწონა, რომ ევროპული მენტალიტეტის მატარებელმა, ზუსტად ასეთი სიტყვები თქვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრებში წარმატებას მიაღწევს და ამ მხრივ ძალიან დავეხმარებით.
რა ჯობია, B ჯგუფში გადასვლა თუ C-ში დარჩენა? – ყველას გვესმის, რომ ფეხბურთს გამარჯვებისთვის თამაშობენ. სომხეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე გამოვთვალოთ. ძნელი სათქმელია, რა იქნება მომგებიანი. B ქვეჯგუფში გასვლით ხარისხობრივად უფრო ძლიერ გუნდებს ვითამაშებთ და ყველაზე დიდ სარგებელს მივიღებთ”.
