მბაპემ პსჟ-ის წლევანდელ სეზონზე, პარიზულ გუნდთან შესაძლო მატჩზე და კლუბის პრეზიდენტთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კილიან მბაპემ Le Parisien-თან ინტერვიუში პსჟ-ში გატარებული დრო გაიხსენა. მან ასევე პარიზული გუნდის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან შესაძლო დაპირისპირებაზე და ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილ გუნდთან სავარაუდო მატჩზე ისაუბრა.
“ხალხი ამბობს, რომ პსჟ ჩემს გარეშე უკეთესად თამაშობს? – ეს არ მაღელვებს. ამ გუნდის ყველა თამაშს ვუყურებ და მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
ახლა მთლიანად “რეალზე” ვარ კონცენტრირებული და მინდა, რომ ჩემს პირველსავე სეზონში ტრებლი მოვიგო, რადგან მსგავსი რამ ამ გუნდს ისტორიაში არასდროს გაუკეთებია.
პსჟ-ის ჩივილის საქმე? – ეს იურისტების ხელშია და
ვფიქრობ, ყველაფერი მალე მოგვარდება. ყოფილ გუნდს თუ შევხვდები, რა თქმა უნდა ნასერ ალ-ხელაიფს ხელს ჩამოვართმევ და სანამ ამას გავაკეთებ, ხელისგულზე არ დავიფურთხებ.
პსჟ-ს მაისურს შვიდი წელი ვიცვამდი, ამ გუნდში წარმოუდგენელი მომენტები მქონდა. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ნეგატივზე გავამახვილებ ყურადღებას, შემიძლია მადლიერი ვიყო იმისთვის, რასაც სხვებისგან პროფესიონალურად და პირადად ვიღებ”, – თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ “ასტონ ვილას”, ხოლო “რეალი” “არსენალს” დაუპირისპირდება და თუ ორივე გუნდი ამ ბარიერს დაძლევს, ნახევარფინალში სწორედ ერთმანეთს შეხვდებიან.