ზელენსკის თქმით, უკრაინის არმიას, დამატებით, ნახევარ მილიონამდე ჯარისკაცი სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, დამატებით, 500,000-მდე ადამიანის მობილიზება სურს, – ამის შესახებ BBC წერს.
კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ თქვა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნებს კიდევ “450,000-500,000 პირის” მობილიზება სურთ. “მე მეტი არგუმენტი მჭირდება ამ მიმართულების მხარდასაჭერად”, – თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის განცხადებით, ჯარისკაცთა რაოდენობის გაზრდა უკრაინისთვის “სენსიტიური” და “ძვირადღირებული” საკითხია.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს უკრაინაში მობილიზაციის ყოვლისმომცველი გეგმის მომზადება უკვე დაავალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას