როჯერ უიკერი – საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები გამოდიან – ლიდერებმა არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით

საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან – მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე წერს.
„საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან. მე მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მოქალაქეების მოწოდებას ანგარიშვალდებულებისკენ და არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით“, – წერს უიკერი.