პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების ცნობით, ღაზას სექტორზე ს მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია.
Reuters-ი იუწყება, რომ თავდასხმები ბევრ ადგილას დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ქალაქ ღაზასა და დეირ ალ-ბალახში და ღაზას სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე ხან იუნისსა და რაფაჰში.
ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები დღეს დილით დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ტერორისტულ ობიექტებს ურტყამენ.
ეს ღაზაში ავიაიერიშების ყველაზე დიდი ტალღაა მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.
დროებითი ზავის პირველი ეტაპი 1-ელ მარტს დასრულდა, რის შემდეგაც მომლაპარაკებლები მისი გაგრძელების გზის პოვნას ცდილობდნენ. შეერთებულმა შტატებმა მხარეებს პირველი ეტაპის აპრილის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ღაზაში დაკავებული მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების შემდგომი გაცვლა უნდა მომხდარიყო. პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ვერ შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე წარდგენილი შეთანხმების ძირითად ასპექტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ