“იარაღი უნდა დადუმდეს. მხეცობა და საბოტაჟი უნდა შეწყდეს“ – მაკრონი

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც რუსეთსა და ს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ იმსჯელა.
“პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოავლინა გამბედაობა, როდესაც მიიღო -ს წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც სურს მშვიდობა.
საკმარისი სიკვდილია.
საკმარისი განადგურებული სიცოცხლეა.
საკმარისი ნგრევაა”. – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მაკრონმა ასევე დაწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გარკვეულ პირობებზე უნდა დათანხმდეს:
“იარაღი უნდა დადუმდეს. მხეცობა და საბოტაჟი უნდა შეწყდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ეს არის პირობები, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. და დარწმუნებული ვარ ტრამპი ამ საქმის ერთგულია”.

ასევე დაგაინტერესებთ

თემურ ქათამაძე – მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ „ვივამედთან“ ერთად სკანდალური სპეცოპერაცია ჩაატარა – შეეცადნენ ჩემი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას არასათანადო კვების მიწოდებით