ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ისრაელმა სარაკეტო დარტყმები სირიის პროვინცია დარას მახლობლად განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სარაკეტო დარტყმების „სამიზნე სირიის ძველი რეჟიმის სამეთაურო ცენტრები და სამხედრო ობიექტები იყო, სადაც იარაღი ინახებოდა“.
„სამხრეთ სირიაში ამ იარაღის არსებობა ისრაელის სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
