მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ ჯარიმებს არ გადაიხდის:
,,ჩვენი ძალა ერთობაშია. ამ მავნებლებმა ძალაუფლება არალეგიტიმურად ჩაიგდეს ხელში. ესენი ტერორზე არიან გადასულები… მე ველოდები ჯარიმას. ვაცხადებ ტელევიზიით, არცერთ ჯარიმას არ გადავიხდი. ვნახოთ, რა მოხდება. აზრი არ აქვს, გადაკეტე გზა თუ არა…
რომელ ავადმყოფ ადამიანს მოუვიდა თავში ფონდების დახურვა. სტუდენტი თავის სწავლის ფულს ვერ იხდის და იმან 5 000-ლარიანი ჯარიმა როგორ უნდა გადაიხადოს. ამას აკეთებინებენ პოლიციელებს. პოლიციელებისადმი სიყვარული რაც იყო, ყველაფერი გააქარწყლეს,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
