სტრასბურგის სასამართლო კვლავ რუსეთს ადანაშაულებს. გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და კრემლს მოპასუხე მხარედ აცხადებს. ევრო-მოსამართლეების არგუმენტი მარტივია – ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ აფხაზეთში სწორედ რუსეთი ახორციელებს და სწორედ მას უნდა დაესაჯა მკვლელი კანჯი ოღლი – რაც არ მომხდარა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ლაპარაკია კომპენსაციაზეც – მოსკოვმა მოკლულის ოჯახს 130 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. მაგრამ ოთხოზორიებისთვის ეს პირველ რიგში პრინციპული გამარჯვებაა, რომელსაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მიაღწიეს. მათ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტები იცავდნენ.
