დევიდ ლემი: პუტინს ვაფრთხილებ: თუ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით – კიდევ მეტი კარტი გვაქვს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია

პუტინს ვაფრთხილებ: თუ თქვენ მშვიდობის მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

„ახლა ყურადღების ცენტრში პუტინია. პუტინმა უნდა უპასუხოს, პუტინია ის, ვინც უნდა აირჩიოს – ბატონო პუტინ, მშვიდობის მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი? შეაჩერებთ ბრძოლას თუ დროს გააჭიანურებთ, ცეცხლის შეწყვეტას მხარს მხოლოდ სიტყვებით დაუჭერთ და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ დარტყმებს გააგრძელებთ? ბატონ პუტინს ვაფრთხილებ: თუ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით“, – განაცხადა დევიდ ლემიმ.

მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებულები არიან.

„თუ პუტინი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს და მე ამის ნიშნებს ჯერ კიდევ ვერ ვხედავ, მაშინ „დიდი შვიდეულის“ ბოლო შეხვედრა დაგვეხმარა იმ ინსტრუმენტების მომზადებაში, რათა რუსეთს სერიოზული მოლაპარაკებები ვაიძულოთ. ჩვენ კრემლს არ ველოდებით. თუ ისინი უარს იტყვიან ცეცხლის შეწყვეტაზე, ჩვენ კიდევ მეტი კარტი გვაქვს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ლემიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო მინისტრები ევროკომისიას – უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ სამი თავდასხმა განახორციელა – მოვუწოდებთ ევროკომისიას, უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება

სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის განაჩენზე – მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ეს სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიაა

თინა ბოკუჩავა – დავით რაზმაძე მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახეა – ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რატომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციად წოდებული, ქვეყნიდან გაქცეული გახარიას საკრებულოს წევრები მხარს მის იმპიჩმენტს