“გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი!” ასე ვუწოდებდი ირონიით ამ შეხვედრას და მის ფოტოსაც“ – რას აქვეყნენს ზაალ ანჯაფარიძე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ს ელჩის შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი!” ასე ვუწოდებდი ირონიით ამ შეხვედრას და მის ფოტოსაც, რომელზედაც აშშ-ს ელჩმა ოდნავ გაიღიმა და შეკრული კოპებიც გახსნა. 🙂
ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრთან ელჩის შეხვედრამ იმდენად შეაშფოთა რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქამდე საელჩო ღიად უჭერდა მხარს, რომ ეტყობა შეჰღაღადეს – გვღუპავო?! საელჩომაც მისი აზრით “ბალანსი” დაიცვა და მათ მიერვე ოპოზიციის საერთო ლიდერად გამწესებულ მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტს სალომე ზურაბიშვილთან სასწრაფოდ აფრინა ელჩი. ამით უთხრა ოპოზიციას, რომ გვახსოვხართ.
საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს, რომ შეხვედრის ერთერთი თემა სალომეს მიერ დაანონსებული 31 მარტის აქცია იქნებოდა. უფრო ზუსტად კი ის გამოცდა, რომელიც სტიპენდიანტმა უნდა ჩააბაროს“
