ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3.5 მილიარდამდე ევროს გადახდა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ სთვის Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში გრანტებისა და სესხების მესამე ტრანშის გადაცემა დაამტკიცა და მალე დაახლოებით 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ Ukraine Facility-ის მთავარი მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა.
„აღნიშნული მესამე გადაცემის ჩათვლით, უკრაინას Ukraine Facility-ის ფარგლებში, დაახლოებით, 20 მილიარდი ევრო ექნება მიღებული მას შემდეგ რაც ერთი წლის წინ პროგრამა ძალაში შევიდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ და არც დამოუკიდებლობას

კაია კალასი – დღეს ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ