ლევან სანიკიძე: მიშა ჩემი ქვეყნის მთავარი მტრის – ვლადიმერ პუტინის მტერია

“მიშას საზღვრის კვეთის საქმეზე 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ყოველ კვირას უმატებენ და უმატებენ ციხეში გასატარებელ წლებს.
8 წლის ვიყავი აგვისტოს ომის დროს და დღეს ჩემი პოლიტიკაში ყოფნა მეტწილად სწორედ მაშინდელ ამბავთანაა დაკავშირებული. ახლაც მახსოვს ის სიმწარე რაც გავიარე.
მიშა ჩემი ქვეყნის მთავარი მტრის – ვლადიმერ პუტინის მტერია, რომელის დავალებითაც ისჯება 2008 წლის გამო. რუსეთს არათუ პრეზიდენტს, მეგობარს, თანამებრძოლს, არამედ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მივუგდებ საჯიჯგნად!
მე ასე ვიცხოვრე, ვცხოვრობ და ვაპირებ ცხოვრებას.
დიდება საქართველოს!
თავისუფლება მიშას!” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ