სტივ უიტკოფის განცხადებით და , სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ისაუბრებენ

-ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ -სა და ს პრეზიდენტები, სავარაუდოდ, ამ კვირაში ისაუბრებენ.
უიტკოფმა CNN-ს განუცხადა, რომ გასულ კვირას ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული რამდენიმე საათიანი განხილვა პოზიტიური და გადაწყვეტაზე დაფუძნებული იყო. ამასთან უიტკოფმა უარი თქვა დაედასტურებინა, მოიცავდა თუ არა ს მიერ წაყენებული მოთხოვნები კურსკში მყოფი უკრაინული ძალების ჩაბარებას, რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ, შეზღუდვებს უკრაინის მობილიზების შესაძლებლობებზე, დასავლეთის სამხედრო დახმარების შეჩერებას და უცხოელი სამშვიდობოების აკრძალვა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს დისკუსიების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდეს.
„ის ჩართულია ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და ველი, რომ ამ კვირაში იქნება ზარი [აშშ-სა და რუსეთის] პრეზიდენტებს შორის“, – აღნიშნა უიტკოფმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა