გოჩოლეიშვილმა შორეული დისტანციიდან გაიტანა – “კოპენჰაგენმა” ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]

დანიის სუპერლიგის მორიგ ტურში “კოპენჰაგენი” “ვიბორგთან” 2:3 დამარცხდა. სტუმართა რიგებში თავის გამოჩენა გიორგი გოჩოლეიშვილმა მოახერხა.
განაპირა მცველმა 26-ე წუთზე შორეული დისტანციიდან ზუსტად დაარტყა და “კოპენჰაგენის” რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. სტუმრები წინ ორბურთიანი სხვაობით იყვნენ, თუმცა მეორე ტაიმში 3 გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.
“კოპენჰაგენი” დანიის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “მიდტიულანდს” 4 ქულით ჩამორჩება.