უიტკოფი: ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს

აშშ-ის და ს პრეზიდენტებს შორის ში ომის დასრულების შესაძლებლობაზე სატელეფონო საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს – ამბობს ტელეკომპანია CNN-ის ეთერში -ის პრეზიდენტის, ს საგანგებო წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, რომელიც ახლახან მოსკოვში იმყოფებოდა, მანამდე კი საუდის არაბეთში მიიღო მონაწილეობა უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებაში.
უიტკოფის თქმით, მოსკოვში მას პოზიტიური მოლაპარაკება ჰქონდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, საუბარი გაგრძელდა სამი-ოთხი საათის განმავლობაში. უიტკოფი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი საუბარიც “კარგი და პოზიტიური იქნება”.
გასულ კვირაში საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგების თანახმად, უკრაინამ მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების გაფორმებაზე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. პუტინმა პრინციპულად არ უარყო ეს იდეა, თუმცა აღნიშნა, რომ “არის ნიუანსები”, რომლებიც მოსკოვის პირობებს უკავშირდება. მოცემულ მომენტში შერიგების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. რუსეთს ბრალს სდებს, რომ მას არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…