“ეს ფეხბურთელი მაინც შემინარჩუნეთ” – კონტეს თხოვნა “ნაპოლის” ხელმძღვანელებს

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, კლუბის ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ ფრანკ-ზამბო ანგისას ხელშეკრულება გაუგრძელონ, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ემანუელე კამაროტო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეიმ” კამერუნელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები კონტეს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ წამოიწყო, ისევე როგორც ალექს მერეტტთან, თუმცა თუ იტალიელი კარის დარაჯის სანაცვლოდ, “ნაპოლი” სარფიან წინადადებას მიიღებს, მაშინ კლუბი მზადაა ალექსს შეელიოს.
შეგახსენებთ, ანგისას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.