პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც გადაიკეტა. აქცია 108-ე დღეა უწყვეტად იმართება.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო უწყვეტი აქციები მოჰყვა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”