კირ სტარმერი – პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
„თუ პუტინი მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ ეს ძალიან მარტივია, მან უკრაინაზე თავისი ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც დღეს დილით ჩვენთან ერთად არის, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის მხარეს წარმოადგენს, რადგან ის 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ სწორედ პუტინი ცდილობს დროის გაჭიანურებას“, – აღნიშნა სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს