უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 130 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 130 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და 178 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 130 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 38 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ოდესის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…