“ლაიფციგმა” ელმასს სუპერშეთავაზება გაუკეთა

“ლაიფციგს” “ნაპოლის” ნახევარმცველის, ელიფ ელმასის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გერმანული კლუბი ჩრდილომაკედონელი ფეხბურთელის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად შეეცდება.
ცნობილია, რომ “ლაიფციგი” “ნაპოლის” 30 მილიონ ევროს, ხოლო თავად ფეხბურთელს გაუმჯობესებულ ხელფასს სთავაზობს. გერმანელებს ელიფის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა მოთამაშის გაყიდვა არ ისურვა.
გამოცემის ინფორმაციით, ელმასს “ლივერპულიც” აკვირდება.
შეგახსენებთ, 24 წლის ფეხბურთელს “ნაპოლისთან” მიმდინარე კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში