თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში „გალათასარაიმ“ სახლში „ანტალიასპორი“ 4:0 დაამარცხა, ოთხიდან სამი გოლი (ერთი პენალტით) კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ ნიგერიელთან მიახლოება პატარა გულშემატკივრებს სურდათ, თუმცა დაცვა “გალას” ვარსკვლავთან მიახლოებას უშლიდა. ოსიმენმა დაცვას სთხოვა, რომ ბავშვები მასთან მისულიყვნენ და საჩუქარიც გადასცა.
ოსიმენის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 26 გოლი და 5 საგოლე პასია. ის „ნაპოლის“ მიერ სტამბოლურ გუნდში ზაფხულამდეა განათხოვრებული.
