თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა, ასევე დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლა იყო. მოკლულია მამაკაცი. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც, არსებული ინფორმაცით, მისი თანმხლები პირია. როგორც თვითმხილველები “ინტერპრესნიუსთან” აცხადებენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს. ასევე მათივე თქმით, გასროლა მოხდა ავტომობილიდან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.
როგორც “ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.