FICHAJES-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძით, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ლიონში“ 36 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ვესტ ჰემი“ დაინტერესდა და მზადაა დაახლოებით 35 მილიონ ევროდ შეიძინოს.
აღნიშნულია, რომ 24 წლის მიქაუტაძემ თავი უნივერსალურ ფეხბურთელად წარმოაჩინა, მოედანზე თავისუფლად მანევრირებს, პარტნიორებს ეხმარება, პრემიერლიგის კარს მიუკაკუნა და ლონდონური გუნდის გაძლიერება შეუძლია:
„ლიონში“ იციან მათი ფორვარდის ინტერესის შესახებ, მაგრამ იმაზე იაფად ვერ შეელევიან, რამდენის მიღებასაც იმედოვნებენ. 35 მილიონით ფრანგული კლუბი სხვა პოზიციების გაძლიერებას შეძლებდა, მაგრამ ხელმძღვანელობა ბაზრის წინასწარი შესწვლის გარეშე გადაწყვეტილებას არ
მიიღებს. თავად ქართველი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებაზეა კონცენტრირებული.
.
„ვესტ ჰემი“ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც ყურადღებით აკვირდება გიორგის, თუმცა როგორც ჩანს, ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, არაა გამორიცხული პრემიერლიგა მისი დანიშნულების მომავალი ადგილი გახდეს. ტრანსფერი ზაფხულში შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახდეს, სადაც საბოლოო სიტყვა მაინც „ლიონმა“ უნდა თქვას“.
