ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. თვითმხილველები „პუბლიკას“ ეუბნებიან, რომ უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა. ამ ეტაპზე მეტი დეტალი უცნობია. „პუბლიკა“ -ს დაუკავშირდა. მათგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.