პსჟ-მა ლიგა 1-ს მატჩის გადატანის თხოვნით მიმართა

Ouest-France-ს ცნობით, პსჟ-მა ლიგა 1-ს 13 აპრილს „ნანტთან“ საფრანგეთის ჩემპიონატზე გასამართი გასვლითი მატჩის გადატანის თხოვნით მიმართა.
„პარი სენ ჟერმენს“ 9 და 15 აპრილს „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები აქვს და ამიტომ სურს „ნანტთან“ დაპირისპირების 22 აპრილს ჩატარება, რათა ფეხბურთელებმა აღდგენა მოასწრონ.
თუმცა, „ნანტი“, რომელიც ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ალბათ, ამაზე არ დათანხმდება, ვინაიდან მაშინ ერთ კვირაში სამჯერ მოუწევს თამაში.