ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ისრაელური Capital Maintenance შემოდის, რომელიც დეველოპერული პროექტების პოსტსამშენებლო მომსახურებას უზრუნველყოფს. კომპანიაზე “საქმიანი დილას” ეთერში Capital Maintenance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, ტალ ჰავამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ფირმა საქართველოში Capital Maintenance Georgia-ს სახელით დაიწყებს ოპერირებას, დეველოპერულ კომპანია “ზიონთან” თანამშრომლობს და “ზიონი ორანჟერეას” მობინადრეებს კომპლექსის მოვლა-პატრონობისა და უსაფრთხოების სერვისებს შესთავაზებს.
“მეგობრობა, რომელიც ებრაელ და ქართველ ერს შორის არის და 2600 წელია გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო განვითარებადი, მეგობრული ქვეყანაა. “კაპიტალი” უკვე თანამშრომლობს კომპანია “ზიონთან”, რომლის დნმ-ში დევს ინოვაციური და მოწინავე ტექნოლოგიური სისტემებს დანერგვა. გვჯერა, რომ შეგვიძლია დავადგინოთ საერთაშორისო სტანდარტი ადგილობრივი ბაზრისთვის.
ჩვენ თანამშრომლობა დავიწყეთ პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან – ეს სტანდარტი საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული. 2025 წელს საჭიროა უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის და ინოვაციების დანერგვა ეფექტური და პროფესიონალური ოპერირებისთვის. “კაპიტალს” ათი ათასობით მომხმარებელი ჰყავს ისრაელში, ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც მისიას, მოვახდინოთ კულტურული ცვლილება ქართველი მომხმარებლებისთვის, რაც გულისხმობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას”, – ამბობს ტალ ჰავა.
Capital Maintenance-ის CEO-ს ინფორმაციით, “ორანჟერეას” გარდა კომპანიამ “ზიონთან” ხელშეკრულება 5 სხვა პროექტზეც გააფორმა. ამასთან, ისრაელური კომპანია შავიზღვისპირეთშიც იქნება წარმოდგენილი.
“”კაპიტალი” საქართველოში მოდის, რათა უზრუნველყოს მოწინავე სერვისები მოვლა-პატრონობის მიმართულებით. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კომპანია “ზიონთან” გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს 6 პროექტს და მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას.
