“კვარას” გოლი ლიგა 1-ში თებერვალში საუკეთესოდ აღიარეს

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, “მონაკოსთან” მოგებულ მატჩში (4:1), პსჟ-ის გარემარბის ს გოლი თებერვალში საუკეთესოდ დასახელდა, – ამის შესახებ ლიგა 1 თავისი ოფიციალური საიტით იტყობინება.
ეს “პარი სენ ჟერმენში” ქართველის სადებიუტო გოლი იყო. მან ბრედლი ბარკოლას პასი მიიღო, მცველი ჩამოიშორა და რადოსლავ მაიეცკის კარი დალაშქრა.