სამყარო დღითი დღე უფრო და უფრო ციფრულდება და ამ ტრანსფორმაციასთან ერთად, მომხმარებელთა ქცევებიც იცვლება. თუკი ადრე სასურველი პროდუქტის ყიდვა ან სერვისით სარგებლობა ნაღდი ფულის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული, დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ბარათით ან სხვადასხვა ციფრული მეთოდით ანგარიშსწორებას.
ამ ტენდენციას ფეხს თანამედროვე ბიზნესებიც უწყობენ. მათთვის, ვისაც მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და გაციფრულება სურს, საქართველოს ბანკმა გადახდების მენეჯერი შექმნა. პლატფორმა ცოტა ხნის წინ განახლდა და მისი მეშვეობით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიაში დააინტეგრირონ სასურველი გადახდის მეთოდი, პლატფორმაზევე აკონტროლონ და მართონ გადახდები, ამასთან, ანალიტიკური მონაცემების დახმარებით, სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ.
