ბაზარზე ახალი კრეატიული სააგენტო Supermarket Agency გამოჩნდა

ბაზარზე ახალი კრეატიული სააგენტო Supermarket Agency გამოჩნდა. სიახლის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, სანდრო ციცქიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
Supermarket Agency ოთხი პროფესიონალის მიერ შექმნილი კომპანიაა, რომელიც პროფესიონალ “ფრილანსერებს” აერთიანებს. სანდრო ციცქიშვილის თქმით, ეს პლატფორმა მომხმარებლისთვის კრეატიული სააგენტოა, ხოლო პროფესიონალებისთვის საწევრო კლუბი
“სიახლე არის პრობლემა, რომელსაც ეს სააგენტო პასუხობს. ადამიანები, რომლებიც სააგენტოებიდან მიდიან, ე.წ. ფრილანსერობას იწყებენ, რადგან ამ მიმართულებით უფრო მეტი ფული იშოვება, ვიდრე სააგენტოში. ხოლო, სააგენტოებში ძირითადად ნაკლები გამოცდილების ადამიანები რჩებიან. ტალანტები მიმოფანტული არიან, შესაბამისად, მათი “პერფორმანსი” ეფექტური არ არის. ხოლო, მოდელი რომელსაც Supermarket Agency სთავაზობს, ამ პრობლემას აგვარებს. ადამიანს შეუძლია დაიტოვოს “ფრილანსური” ცხოვრების ყველა კარგი სარგებელი, მაგრამ აინაზღაუროს ის ყველა დანაკლისი სააგენტოს საშუალებით. ეს იქნება გუნდი, სივრცე თუ სხვა.