საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე რეგიონულ ეტაპს გუდაური 15-16 მარტს უმასპინძლებს. ახალგაზრდა სპორტსმენები „კუდების“ ფერდობზე სამ ასაკობრივ ჯგუფად (2008-2012წწ) იასპარეზებენ.
თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის გუნდები სლალომსა და გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
საქართველოს თასის გათამაშების რეგიონული ეტაპები სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება.
სამთო კურორტებზე საქართველოს თასის გათამაშების ჩატარებას ყველა ეტაპზე ხელს უწყობენ სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და სამცხე- ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობები. გუდაურის ეტაპის სათანადო ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები,
მცხეთა-მთიანეთის გამგეობა.
მეოთხე ეტაპის შემდეგ, გუდაური უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადება. ის მოთხილამურეები, რომლებიც საქართველოს თასის გათამაშების რეგიონულ ეტაპებზე მაღალრეიტინგულ ქულებს დააგროვებენ, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი გუდაურში 4-7 აპრილს, სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.
R
