საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და თიბისი, როგორც მისი პარტნიორი, მარკეტერის კატეგორიას წარადგენს.
ამ დროის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა ასობით ნიჭიერმა და შემოქმედებითმა ახალგაზრდამ მიიღო. 2024 წელს, კანის ლომებზე, საქართველოდან კანში გამგზავრებული ექვსი გუნდიდან ორმა ჯილდოს მოპოვება შეძლო.
წელს, ახალგაზრდებს ფესტივალის 6 კატეგორიაში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება და გამარჯვებისთვის ბრძოლა. ესენია: პრინტი, მარკეტერი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი.
