ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ნიუ ორლეან პელიკანსი” 113:93 დაამარცხა. სტუმართა რიგებში გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩააგდო და მოედანზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა რა დროშიც 1 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ორლანდოს” ლიდერი პაოლო ბანკერო გახდა, მან 34 წუთში 34 ქულა, 11 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
“პელიკანსიდან” ზაიონ ვილიამსონმა საკუთარ გუნდს 28 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, “ორლანდო” 31 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ
კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, “მეჯიქი” მორიგ შეხვედრას 15 მარტს, “მინესოტა ტიმბერვულვზის” წინააღმდეგ გამართავს.
