“საქართველოში რუსეთის იმპერია სულ ცდილობს ამოძირკვოს ევროპული ფესვები! ჩვენმა წინაპრებმა დიდი სისხლის ფასად გაიარეს სტალინურ- ბოლშევიკური ტერორი! “სამშობლოს ღალატის” მუხლით დახვრიტეს ათასობით რჩეული პიროვნება და მაინც საქართველომ შესძლო შეენარჩუნებინა მისთვის სასიცოცხლოდ ორგანული გენეტიკური კოდი! დღეს ისევ რუსეთის იმპერია თავიანთი საცეცებით იგივე ტერორის გზას დაადგა! ის აქტიურად ცდილობს აქაური რენეგატების ხელით მოაშოროს ქვეყანა მისთვის ორგანულ დასავლეთს და მიაბას რუსულ, ჩრდილოკორეულ თუ ირანულ სამყაროს! ბუნებრივია რომ ამ ჰიბრიდული ომის პროცესში კულტურას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ იდეოლოგიურ ბრძოლაში თეატრი ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე იყო. თეატრი თავისი ბუნებით მიმართულია საზოგადოების ფართო ფენებისკენ, რომლებიც ასმეხუთე დღეა აპროტესტებს ხელისუფლების ძალადობას! ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა სხვა თეატრებთან ერთად დაიკავა ძალიან პრინციპული პოზიცია.
ანდრო ჭიჭინაძე ვისი პოსტერიც ამ თეატრის ფასადზე ჰკიდია სხვა დაჭერილ მსახიობებთან და სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად ქმნიან სიმბოლურ პარალელს წინა საუკუნის 30- იანი წლების ატმოსფეროსთან! ამ ჩვენთვის ტრაგიკულ- ჰეროიკული ბრძოლის სურათში დავით დოიაშვილმა სხვა რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად გამოიჩინეს არნახული სოლიდარობა თავიანთი უდანაშაულოდ დატყვევებული მსახიობების და ყველა სინდისის პატიმრის მიმართ, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან,- ანუ დატოვეს სცენა და გადაეშვენ უმძიმეს ბრძოლაში რუსეთის მიერ თავს მოხვეული ჰიბრიდული ომის არაღიარებული ხელისუფლების წინააღმდეგ მთელი თავიანთი მხატვრულ-ენობრივი არსენალით! აქ პოლიტიკურის და სუფთა მხატვრულის გაყოფა შეუძლებელია. მთავარი კი ის არის რომ იბადება საქართველოს კულტურის ისტორიის ახალი თავი! ქვემდებარე წარმოდგენილი სტატია აუცილებლად უნდა ითარგმნოს!” – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე ირინა გუნცაძე.