რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია

რუსეთის არმიამ ხარკოვზე დრონებით სამი შეტევა განახორციელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
დარტყმები ოსნოვიანსკის, ნემიშლიანსკის და ნოვო-ბავარსკის რაიონებში განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად ნოვო-ბავარსკის და ოსნოვიანსკის რაიონებში ხანძარი გაჩნდა.
ქალაქის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 7 დაშავებულის შესახებ. მათ შორის 4 ბავშვია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ