აშშ-ში დააკავეს პალესტინელი აქტივისტის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები

13 მარტს, დაახლოებით 150-მა ადამიანმა დაიკავა ნიუ-იორკში, მანჰეტენში Trump Tower-ის ვესტიბიული და მოითხოვდნენ ს მოწინააღმდეგე აქტივისტისა და სტუდენტის, მაჰმუდ ხალილის გათავისუფლებას. ხალილი -ის იმიგრაციისა და საბაჟო პოლიციის (ICE) თანამშრომლებმა დააკავეს კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინელთა მხარდამჭერი მიტინგების გამო. ამის შესახებ იტყობინება სატელევიზიო არხი Fox News-ი.

აქციის ბევრ მონაწილეს წითელი ტანსაცმელი ეცვა და ხელში პლაკატები ეჭირა წარწერებით: “გაათავისუფლეთ მაჰმუდი, გაათავისუფლეთ პალესტინა” და “ებრძოლეთ ნაცისტებს და არა სტუდენტებს”. მომიტინგეები გაიძახდნენ მოწოდებებს ისრაელისთვის სამხედრო დაფინანსების შეწყვეტისა და პალესტინელი ხალხის მხარდაჭერის შესახებ.

გარკვეული დროის შემდეგ, ნიუ-იორკის პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო. დეპარტამენტის უფროსის, ჯონ ჩელის თქმით, ორი საათის განმავლობაში დააკავეს 98 ადამიანი და შენობიდან გაიყვანეს ყველა მომიტინგე. დაკავებულებს წაუყენეს უკანონო შეღწევის, სახელმწიფო ორგანოების მუშაობისთვის ხელის შეშლისა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები. ჩელმა აღნიშნა, რომ აქციამ ინციდენტებისა და ქონების დაზიანების გარეშე ჩაიარა.

აქციის ორგანიზება თავის თავზე აიღო ჯგუფმა Jewish Voice for Peace-მა (ებრაული ხმა მშვიდობისთვის). თავის განცხადებაში აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ არ დაუშვებენ პალესტინელების კრიმინალიზებას და გააგრძელებენ ბრძოლას მათი უფლებებისთვის.

მაჰმუდ ხალილი გასულ კვირას დააკავეს თავის ბინაში ზემო უესტ-საიდის უბანში.

აქტივისტის დაკავებას ნიუ-იორკში პროტესტის ტალღა მოჰყვა. მის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მას დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მაშინ როცა ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ხალილი საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ამტკიცებს, რომ ის ავრცელებდა ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) მხარდამჭერ პროპაგანდისტულ მასალებს.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა, სტუდენტის დაკავების კომენტირებისას, ხაზგასმით აღნიშნა აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობა. მისი თქმით, აუცილებელია სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი თავშეყრის უფლების პატივისცემა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, თავის მხრივ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აუქმებს ჰამასის მომხრეების ვიზებსა და მწვანე ბარათებს მათი დეპორტირების მიზნით. თავად დონალდ ტრამპმა ადრე პირობა დადო, რომ მოახდენდა იმ უცხოელი სტუდენტების დეპორტირებას, რომლებიც 2024 წლის გაზაფხულზე ღაზის სექტორის მხარდამჭერ დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას.

ფორუმი