მიქაუტაძის დუბლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში “ლიონი” მეორე ტაიმში “სტიაუას” 3:0 ამარცხებს. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.