“სააკაშვილმა 19 მილიარდი დოლარი მოიპარა და ოფშორებში გადამალაო – ასე დაიწყო რუსქოცების პროპაგანდამ 2012 წელს.
რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!) გაფლანგვისთვის.
ანუ მონაჭორი თანხის 0.02 %-ის(!) გაფლანგვა დასდეს ბრალად – მეტზე ბრალიც კი ვერ წაუყენეს (“გაფლანგული” თანხების მიზნობრიობაზე რომ არაფერი ვთქვათ).
თან გაფლანგაო – და არა მოიპარა და სახლში წაიღოო.
იმ სააკაშვილს მიუსაჯეს, რომლის ხელისუფლებაში მოსვლისას ბიუჯეტი 14-ლარიან(!) პენსიას ვერ უხდიდა პენსიონერებს (რადგან ქოცები ყველაფერს იპარავდნენ) და რომელმაც 9 წელიწადში პენსია გააათმაგა (ქოცს რომ ეგრე გაეგრძელებინა, დღეს პენსია 1250 ლარი იქნებოდა).
იმ ქოცებმა გაასამართლეს, რომლებიც თითო ტენდერიდან ტეხავენ ან ატკატად იღებენ ამაზე მეტს. ცხრა მილიონი რა ფულია მათთვის? – 65 მილიონის(!) თემა მხოლოდ ვიღაც რიგითი ქოცის, ნინო წილოსანის, მამას აუფეთქდა, მაგრამ “გაამართლა” ბორენკას “სასამართლომ” 

იმ ქოცებმა გაასამართლეს, რომელთა ბელადი ზუსტად იმავე ხარჯებს სწევდა პრემიერობისას ზუსტად იმავე სამართლებრივი საფუძვლით. ამასვე აკეთებდა თემო ჯანაშიას მემკვიდრე ამ პოსტზე, ანზორ ჩუბინიძე.
გიორგი მარგველაშვილი რომ ქოცი არ იყოს, საიდუმლო გრიფს მოხსნიდა შესაბამის მასალებს და ეს საქმეც წამში ჩამოიშლებოდა.
ბევრჯერ თხოვეს. ბევრჯერ მიმართეს. მაგრამ არ ქნა.
არათუ არ ქნა, კარგად ჩამოაყალიბა, რატომ არ ქნა – გრიფი რომ მოვხსნა, მაშინ მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ პოლიტიკური დევნაა და ეგ გინდათ, რომ საქართველო რეპუტაციულად დაზიანდესო?
მართლა ასე თქვა, პირდაპირ ეთერში.
თქვა და არასდროს გადაუთქვამს. არც ბოდიში მოუხდია. არც აუხსნია.
ასე გადაუთქმელად იარა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი გმირი არ გახდა, სხვა მისებრ მოუნანიებელ ქოცებთან ერთად, რომლებიც წლების მანძილზე აძლიერებდნენ რუსულ რეჟიმს რა გინდ რა ფორმით.
ახსოვს ვინმეს? ბევრს არა. მაგრამ ვისაც ახსოვს, ბევრი ასეთიც იტყვის, რაღა აზრი აქვს ამის გახსენებას, მაგათია ბურთი და მოედანიო.
ნუ, როგორცაა… სამართლებრივად და მორალურად აპრიორი გაკოტრებული საქმეა. ერთი იმის იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, როცა რუსული რეჟიმი და მისი ქოცი მსახურები თავისივე შექმნილი სტანდარტებითა და პრეცედენტებით გასამართლდებიან.
ჩემი დიდი პატივისცემა გენერალ Temo Janashiaს!” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი.