კახაბერ ლაბუჩიძემ დედაქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, 2023 წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიუჯეტი 3 მილიონ 508 ათასი ლარით განისაზღვრა და 2024 წელს შენობის რეაბილიტაცია დასრულდება.
შესაბამისი განცხადებით ლაბუჩიძე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განათლების და კულტურის მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმურა.
,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასეთი ფართომასშტაბიანი სამუშაოების საშუალებით 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრი სრულად აღდგება, რათა მომდევნო თაობას შევუნარჩუნოთ ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც დღესდღეობით 5000-ზე აღსაზრდელს ემსახურება’’, – აღნიშნა კახაბერ ლაბუჩიძემ.
ის ასევე ოპოზიციის მხრიდან საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც 2026 წლამდე ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას შეეხება.
,,სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით, ასევე სკოლებით შევალთ ევროკავშირში’’, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ